ორბი ჯგუფის შესახებ
ჩვენს შესახებ
„ორბი ჯგუფი"-საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგი საქართველოში, რომელიც ცათამბრჯენების მშენებლობასთან, ინოვაციებთან, მშენებლობის ახალ ტექნოლოგიებთან, გამორჩეულ არტიტექტურულ სტილთან და მართვის თანამედროვე სისტემასთან ასოცირდება.

„ორბი ჯგუფი" სამშენებლო ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.

არსებობის 20 წლის განმავლობაში გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა „ორბი ჯგუფი" მსხვილ ჰოლდინგად და უპირობო ლიდერად აქცია, რომელიც ამჟამად აერთიანებს ისეთ შვილობილ კომპანიებს როგორიცაა: ქვეყნის უმსხვილესი ბეტონის მწარმოებელი ქარხანა - ORBI Betoni, დიზაინერული კომპანია- ORBI Desig, მენეჯმენტ კომპანია: Orbi24, რომელიც აპარტამენტების მომსახურებას უზრუნველყოფს და სხვები.

„ორბი ჯგუფი" პირველი ჰოლდინგია რეგიონში, რომელმაც მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა დაიწყო და საქართველოში ცათამბრჯენების მშენებლობის ტენდენციასაც ჩაუყარა საფუძველი.

კომპანიის სტრატეგია სწორედ მასშტაბური პროექტების შექმნაა, რომლებიც მსოფლიო ტოპ ათეულში შედიან. მაგალითად, როგორიცაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სასტუმრო კოპლექსი, „Twin Tower".

Sea Towers, Orbi Residence, Orbi Plaza, Orbi Beach Tower- ეს, ის მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი პროექტებია, რომელთა არქიტექტურულ სტილსა და კონსტრუქციაზე, მშენებლობის სფეროში მოღვაწე, საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალეისტებმა იმუშავეს. კომპანიის ყველა პროექტი უნიკალურია, სწორედ ამიტომ „ორბი ჯგუფის" მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ქალაქის იერსახე და თითოეული მათგანი ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა.

ტურიზმის განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბაკურიანში აშენებულმა სასტუმროებმა. საქართველოს უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტი, კიდევ უფრო პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა.

არსებობის 20 წლის მანძილზე, აშენდა 1.5 მილიონი კვადრატული მეტრი. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ საქართველოს მასშტაბით, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად „ორბი ჯგუფში" დასაქმებულთა რიცხვი 6000 -სს აჭარბებს.

ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი ადამიანის ცხოვრებისა და განვითარებისათვის, არა მხოლოდ ღირსეული და კომფორტული პირობების შექმნა, არამედ სწორედ მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობაა. ORBI ჯგუფი, ეს არის საიმედო და სტაბილური ბიზნესი სწრაფი ტემპებით განვითარებად რეგიონში, სადაც ასევე მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენელიც.


ამდენად, მაქსიმალური გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით და ყველა დაინტერესებული მხარისთვის რისკების მინიმუმდე დაყვანით, ჩვენ ვქმნით მომავალი, გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმას.


ჯილდოები
საერთაშორისო ჯილდოები:
2017 წელი, სანკტ პეტერბურგი - უძრავი ქონებისა და მშენებლობის კონკური „Credo 2017" - ის
გამარჯვებული Twin Tower „საუკეთესო უცხოური პროექტი მშენებლობის სფეროში"
2016, პანამა - Fiabci Prix d`Exellence - უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟული საერთაშორიოსო კონკურსის გამარჯვებული : Twin Tower - «საუკეთესო საინვესტიციო პროექტი»
2015, მოსკოვი - Fiabci Prix d`Exellence : Twin Tower - "საუკეთესო პროექტი"
2013, პარიზი - BID International-ის დაჯლდოვება: ლიდერი ოქროს კატეგორიაში. ჯილდო „საერთაშორისო ვარსკვლავი ხარისხში ლიდერობისთვის"
2013, ჟენევა - OMAC (Otherways Management Association Club) – ის ჯილდო მაგიური 5 კონტინენტის ჯილდო ხარისხის აღიარებაში.


ნაციონალური ჯილდოები
2014 წელი - „ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების" რამდენიმე კატეგორიის გამარჯვებული:

1 „ექსკლუზიური და თანამედროვე სტილი"

2. „თანამედროვე ტექნოლოგიები"

3. „ახალი სამუშაო ადგილები"

2013 წელი - „წლის ბიზნესმენი" ირაკლი კვერღელიძე "ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორი
2013 წელი - „წლის დამსაქმებელი"
2012 წელი – „საუკეთესო დამსაქმებელი"-ეროვნული ბიზნეს დაჯილდოვება, „მერკური 2012"-ის გამარჯვებული:
2011 წელი - "საუკეთესო დეველოპერი" დასახელებული „მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციის" მიერ.
2011 წელი - „მეცენატი სოფლის მშენებელი 2011" - ეროვნული და სოციალური პროექტების განხორციელებაში და ხელოვნების დარგის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.
2011 წელი - „წარმატებული ქართული ბრენდი"
2011 წელი - „წლის დეველოპერი" დასახელებული კომპანია „სახელების" მიერ.
2011 წელი - „ოქროს ბრენდი"
2010 წელი - „საუკეთესო დეველოპერი" -ჯილდო საუკეთესო მშენებლობისა და ხარისხისთვის
ჩვენი ღირებულებები
იყავი ლიდერი
იყო ლიდერი – ეს არის აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. პასუხისმგებლობა საკუთარ საქმეზე, გუნდზე, საკუთარ პარტნიორებსა და საკუთარ ოჯახზე. ჩვენ ვართ ლიდერები არა მხოლოდ ჩვენს მიერ შექმნილი ობიექტების რაოდენობით, არამედ მათი მასშტაბებითაც. ORBI ჯგუფი იძლევა დეველოპმენტის ინდუსტრიის განვითარების ახალ ვექტორს. დიახ, ეს არის მაღალი თამასა, და ჩვენ არ გვეშინია ამ პასუხისმგებლობის.
სიამაყე საკუთარი სამუშაოთი
ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ყოველთვის ვისწრაფვით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. აბა სხვანაირად რა აზრი აქვს მუშაობას? ჩვენ ვაგებთ განსაცვიფრებელ შენობებს და ვამაყობთ, როდესაც ვხედავთ მათ ღია ბარათებზე ქალაქ ბათუმის ხედებით! ჩვენ ვყიდით აპარტამენტებს და ვხარობთ ჩვენი კლიენტების გამო, ვიღებთ რა მათგან სამადლობელ სიტყვებს.
საუკეთესოს არჩევა
ცხოვრების ხარისხი პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს არჩევანზე. ამიტომ, მშენებლობის ყოველ ეტაპზე და ყოველ დეტალში ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ საუკეთესოს. ჩვენი სპეციალისტები – ესენი არ არიან მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრები, ესენი არიან თავისი საქმის პროფესიონალები. დიახ, ჩვენ ვისახავთ მაღალ მიზნებს, და ჩვენ ვაღწევთ მათ, ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია.
არ გაჩერება მიღწეულზე
დღეს ჩვენ ვამაყობთ ჩვენი 20-წლიანი მუშაობით, და თითქოს, უკვე შეიძლება გაჩერება. მაგრამ ჩვენ მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ, მოგვწონს სიხარულის დანახვა ჩვენი კლიენტების თვალებში და იმის შეგნება, რომ ჩვენ ვქმნით ხვალინდელ დღეს თითოეული თქვენთაგანისათვის. წინ არის ახალი ჰორიზონტები და ახალი პროექტები. იყავით ჩვენთან ერთად!