ორბი ჯგუფი
ორბი ჯგუფი 1998 წელს დაარსდა. 22 წლის განმავლობაში კომპანიამ 3 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე ათეულობით პროექტი განახორციელა. ორბი ჯგუფი საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა დაიწყო. ყველა პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურითა და მასშტაბებით, რამაც კომპანიას არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოუტანა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დევოლეპერი გახდა ევროპასა და საქართველოში. დღეისთვის, ჰოლდინგის თანამშრომელთა რაოდენობა 6000 ადამიანს აჭარბებს.
22
წარმატებული საქმიანობის წელი
6000
თანამშრომელი
55
76
ოფისი 19 ქვეყანაში
ქვეყნიდან მყიდველები
ჩვენი პროექტები
21 წარმატებული პროექტი

ორბი ჯგუფის ყველა პროექტი ბათუმისა და საქართველოს სავიზიტო ბარათია და ქალაქის არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
ჩვენი პროექტების უდიდესი ნაწილი განთავსებულია ბათუმსა და ბაკურიანში, თუმცა უახლოეს მომავალში კომპანია მშენებლობის დაწყებას გეგმავს თბილისსა და ბახმაროში. ჩვენი მთავარი მისიაა შევქმნათ თანამედროვე პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მომხმარებლების საჭიროებებსა და მიზნებზე.


ორბი სითი - 5* სასტუმრო კომპლექსი, აპარტამენტები საკუთრებაში
რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ყველა ნომრიდან იშლება ზღვისა და მთის ზღაპრული ხედები. იდელურია, როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად და გასაქირავებლად.
ბათუმი
ორბი სი თაუერსი
კომპლექსი, რომელიც ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა. ის შედგება ორი 25 და ერთი 34 სართულიანი ბლოკისგან. კომპლექსი 2013 წელს დასრულდა და მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო Star for Quality.
32 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი ორბი ლუქს პალასი მდებარეობს ქვეითად 5 წუთის სავალზე ზღვიდან. კომპლექსიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები ზღვაზე, მთებსა და ქალაქზე.
კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას- გმირთა ხეივანში.
ბათუმი
ორბი ბიჩ თაუერი
კომპლექსი მდებარეობს ახალი ბულვარისა და პარკის მიმდებარედ, საიდანაც იშლება ხედი, როგორც ზღვაზე, ასევე ქალაქზე და უნიკალური შესაძლებლობაა მზის ჩასვლის ფონზე დატკბეთ თვითმფრინავის აფრენის ან დაშვების ულამაზესი სანახაობით.
(გაყიდულია)
ორბი რეზიდენსი
კომპლექსის არქიტექტურა მოგაგონებთ ზღვის ტალღას, რაც ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. კომპლექსი 35 სართულს მოიცავს და ყველა აპარტამენტიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები.
(გაყიდულია)
(გაყიდულია)
ორბი ჯგუფის ისტორია
1998
კომპანია ორბი ჯგუფი დაარსდა
2004
აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი
2010
აშენებული მრავალბინიანი კორპუსების საერთო რაოდენობა 10-ს მიაღწია
2010
რეგიონსა და საქართველოში პირველი აპარტოტელის ორბი პლაზას მშენებლობა დაიწყო
2012
ექსპლუატაციაში შევიდა კომპლექსი სითი პარკი - პირველი სავაჭრო-გასართობი ცენტრი ბათუმში, მრავალსართულიანი პარკინგით
2013
ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმრო კომპლექსი ორბი სი თაუერსი
2015
ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმრო კომპლექსი ორბი რეზიდენსი
2016
ბაკურიანში გაიხსნა სასტუმრო კომპლექსი ორბი პალასი
2016
დაიწყო ყველაზე მასშტაბური სასტუმრო კომპლექს ორბი სითის მშენებლობა
2018
ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმრო კომპლექსი ორბი ბიჩ თაუერი
2019
ექსპლუატაციაში შევიდა კომპლექს ორბი სითის ა ბლოკი
2020
ექსპლუატაციაში შევიდა კომპლექს ორბი სითის ც ბლოკი
ჰოლდინგ ორბი ჯგუფის სტრუქტურა
ორბი დეველოპმენტი
სპეციალიზირებულია აპარტოტელებისა და სასტუმრო კომპლექსების განვითარებაზე საქართველოს პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებში.
ორბი ქონსთრაქშენი
სრულად უზრუნველყოფს ორბი ჯგუფის ყველა მიმდინარე პროექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს
ორბი ჰოტელსი
ორბი ჰოტელსი უზრუნველყოფს ორბი ჯგუფში შემავალი სასტუმრო კომპლექსების მართვას, რაც გულისხმობს როგორც სასტუმროს გამართულად მუშაობას, ასევე თქვენი აპარტამენტების გაქირავებას.
ორბი ბეტონი
ორბი ბეტონი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონის, რომელიც გათვლილია მაღალსართულიანი ნაგებობების მშენელობისთვის. კომპანია საკუთარ პროდუქციას აწვდის როგორც ორბი ჯგუფის ჰოლდინგის მშენებლობებს, ასევე სხვა დამკვეთებსაც.
ორბი დიზაინი
ორბი ჯგუფის სასტუმრო კომპლექსებში არქიტექტურულ და საპროექტო სამუშაოებს უზრუნველყოფს ორბი დიზაინი.
ორბი ჯგუფი მენებლობის სფეროში „ოსკარის" მფლობელია
ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტის ხარისხზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც ორბი ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის FIABCI-ის ჯილდოა - Prix d'Excellence რომელიც მსოფლიოში, დეველოპერულ სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.
ორბი ჯგუფს ასევე მოპოვებული აქვს 200- მდე სახვადასხვა კატეგორიის ჯილდო.

გაყიდვების ოფისები