ჩვენი პროდუქტი
ორბი ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს. ჩვენ ვაშენებთ
მსოფლიო კლასის სასტუმრო კომპლექსებს და მომხმარებლებს ვაძლევთ
შესაძლებლობას შეიძინონ სასტუმროს ნომერი საკუთრებაში. სხვა
ანალოგებისგან განსხვავებით, ორბი ჯგუფის კომპლექსებში, ნომრები
მფლობელის სრულ საკუთრებაშია, რაც ნიშნავს რომ მას შეუძლია შეიძინოს და
თავად განკარგოს იგი, ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ორბი ჯგუფი თავად ზრუნავს ნომრის
მნიშველოვან საინვესტიციო აქტივად ქცევაზე და უზრუნველყოფს სტაბილურ
შემოსავალს მთელი წლის მანძილზე. ჩვენი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას
ობიექტის გამართულად ფუნქციონირებაზე, რაც მოიცავს როგორც გაქირავებას,
ასევე სასტუმროს ნომრების მენეჯმენტსა და სერვისს.
სასტუმრო ნომრები ბარდება დასრულებული რემონტით და აღჭურვილია
მსოფლიო კლასის ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
აპარტამენტის დიზაინი 360°
აპარტამენტების ფასში გათვალისწინებულია:
• კეთილმოწყობა რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით
ავეჯი (კარადები, საწოლი, სამზარეულოს ავეჯი, სანტექნიკა, მაგიდები, სკამები და ა.შ)
• საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მაცივარი, მადუღარა, სამზარეულოს ელექტრო ქურა, ფენი, ტელევიზორი, კონდიციონერი)
• ქსოვილები (ფარდები, საწოლის თეთრეული, ბალიშები, პლედი, საბნები, პირსახოცები)
რატომ ვაშენებთ სრულად კეთილმოწყობილ
აპარტამენტებს?
სარგებელი
სამშენებლო მასალებს, ტექნიკასა და ავეჯს ვყიდულობთ დიდი რაოდენობით,
რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შესყიდვის ღირებულებას. გარდა ამისა,
ვაფორმებთ ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს სხვადახვა მომწოდებელთან,
რითაც ვიღებთ კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს.
ამგვარად, რემონტის, მასალებისა და აპარტამენტების სრულად აღჭურვის
ღირებულება ბევრად დაბალია, იმასთან შედარებით, როცა ამ ყველაფერს
მყიდველი დამოუკიდებლად აკეთებს.
1
მულტიფუნქციურობა
ჩვენ, სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის დიდი გამოცდილება გვაქვს და
ვიცით, როგორი უნდა იყოს სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.
ვითვალისწინებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს
კომპლექსის სტუმრებს მომავალში და ვქმნით პროდუქტს, რომელშიც შეიძლება
კომფორტულად ცხოვრება და დასვენება.
2
პროფესიონალური ტექნიკური აღჭურვა
ყველა აპარტამენტი აღჭურვილია უსაფრთხოებისა და ცეცხლმაქრი სისტემით,
ასევე განსხვავებული კარის საკეტებით. ჩვენმა კომპანიამ შექმნა სპეციალური
პროგრამა, რომლის დახმარებით, ბათუმში ჩამოუსვლელად შეგიძლიათ
ელექტრონული გასაღების შექმნა და გაგზავნა თქვენი სტუმრებისთვის, ამასთან
საშუალება გაქვთ აკონტროლოთ თქვენი აპარტამენტები დისტანციურად.
3
კომფორტი
არ არის აუცილებელი პირადად იყოთ ჩართული რემონტის პროცესში,
აკონტროლოთ ხელოსნები, ეძებოთ ხარისხიანი სარემონტო მასალა, ავეჯი და
ტექნიკა. ჩვენს თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობასა და ყველა საკითხის
გადაწყვეტას, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, რათა თქვენ დრო და
ნერვები დაზოგოთ.
4
ერთიანი დიზაინი
ყველა ნომერი გადაწყვეტილია ერთიან სტილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია
აპარტამენტების გაქირავების დროს, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი
სარგებლობენ დაჯავშნის თანაბარი შესაძლებლობებით.
5
კომპანიის პასუხისმგებლობა
ორბი ჯგუფი პასუხისმგებელია მშენებლობის ხარისხზე, აპარტამენტების
რემონტსა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე. ნებისმიერი გაუმართაობის
შემთხვევაში, კომპანია საკუთარ თავზე იღებს მათ აღმოფხვრას.
6
საკუთრების ფორმა და აპარტამენტების სტატუსი
აპარტამენტებს საცხოვრებელი უძრავი ქონების სტატუსი აქვს. აპარტამენტების
შეძენა ხდება სრული საკუთრების ფორმით და შესაძლებლობით
დარეგისტრირდეს მასში მესაკუთრე და მისი ოჯახი. აპარტამენტები, ისევე
როგორც სხვა უძრავი ქონება, საქართველოში გადასახადებს არ ექვემდებარება.
ორბი ჯგუფის აპარტამენტების შეძენით, თქვენ ხდებით საცხოვრებელი უძრავი
ქონების მეპატრონე სასტუმროში და სარგებლობთ სასტუმროს ყველა სერვისით.
7
საკუთრების ფორმა და აპარტამენტების სტატუსი
აპარტამენტებს საცხოვრებელი უძრავი ქონების სტატუსი აქვს. აპარტამენტების
შეძენა ხდება სრული საკუთრების ფორმით და შესაძლებლობით
დარეგისტრირდეს მასში მესაკუთრე და მისი ოჯახი. აპარტამენტები, ისევე
როგორც სხვა უძრავი ქონება, საქართველოში გადასახადებს არ ექვემდებარება.
ორბი ჯგუფის აპარტამენტების შეძენით, თქვენ ხდებით საცხოვრებელი უძრავი
ქონების მეპატრონე სასტუმროში და სარგებლობთ სასტუმროს ყველა სერვისით.
მდებარეობა და ინფრასტრუქტურა
ორბი ჯგუფის კომპლექსები,სანაპიროს პირველ ზოლში, ბათუმის ტურისტულ
ცენტრში. ყველა აპარტამენტიდან იშლება ზღვის, მთისა და ქალაქის
არაჩვეულებრივი ხედები.
კომპლექსებში გათვალისწინებულია მასშტაბური ინფრასტრუქტურა სავაჭრო
და გასართობი კომპლექსებით, რესტორნებით, საცურაო აუზებით, სამედიცინო
ცენტრებით და ა.შ.
ORBI HOTELS-ის სერვისები
ორბი ჯგუფის აპარტამენტების შეძენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ
ისარგებლოთ ჩვენი სერვის კომპანიის მომსახურებით:
- რესეფშენი
- 24 საათიანი დაცვა და ვიდეოკონტროლი
- ტერიტორიის კეთილმოწყობა და დალაგება
- საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა
- სახანძრო უსაფრთხოება
- საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობა
- ცენტრალური კომუნიკაციების გამართულობა
- სარეზერვო კომუნიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
დისტანციურად მართვის შესაძლებლობა
თქვენ შეგიძლიათ დისტანციურად მართოთ საკუთარი უძრავი ქონება, მაშინაც
კი როდესაც არ იმყოფებით ბათუმში ან საერთოდ საქართველოში. სასტუმროს
ნომერი თქვენი სრული საკუთრებაა და შეგიძლიათ მისი გააქირავება ან
საცხოვრებლად და დასვენებისთვის გამოიყენება.
მმართველი კომპანია ORBI HOTELS აპარტამენტების მფლობელებს სთავაზობს
შესაძლებლობას დისტანციურად მიიღონ ყველა არსებული სერვისი:
• აპარტამენტების გაქირავების პროცესის ორგანიზება
• აპარტამენტების დალაგება
• დამატებითი სარემონტო და ტექნიკური მომსახურება
• პასუხისმგებლობა ქონების უსაფრთხოებაზე
• კომუნიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
• აპარტამენტში დასასვენებლად მისული სტუმრების მომსახურება
პირადი კაბინეტი
აპარტამენტების მფლობელებისთვის ორბი ჯგუფმა შექმნა დისტანციური მართვის სისტემა - პირადი კაბინეტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საკუთარ ფინანსებს, მართოთ ჯავშნები როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე სტუმრებისთვის, შეუკვეთოთ სასტუმროს სერვისები და სხვა.
პირადი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ელექტრონული გასაღების გენერირების შესაძლებლობა. თქვენ შეგიძლიათ პირადი კაბინეტის საშუალებით დააგენერიროთ ელექტრონული გასაღები, როგორც საკუთარი, ასევე სტუმრების ვიზიტისთვის. ელექტრონული გასაღებით თქვენ მარტივად, სმარტფონით შეძლებთ აპარტამენტის კარების გაღებას. რაც მთავარია, შეგიძლიათ ელექტრონული გასაღების მოქმედების ვადა თავად განსაზღვროთ და პირად კაბინეტში ნახოთ სრული ამონაწერი კარების გაღებისა და დახურვის შესახებ.




ლოიალობის პროგრამა
გაუწიეთ რეკომენდაცია მეგობარს შეიძინოს ორბი ჯგუფის
აპარტამენტი, გახდით ბონუს პროგრამის მონაწილე, დააგროვეთ
ბონუს ქულები და გადაცვალეთ საჩუქრებში.
ჩამოტვირთე პრეზენტაცია
ორბი ჯგუფის მიმდინარე პროექტები
ორბი სითი - 5* სასტუმრო კომპლექსი, აპარტამენტები საკუთრებაში
რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ყველა ნომრიდან იშლება ზღვისა და მთის ზღაპრული ხედები. იდელურია, როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად და გასაქირავებლად.
ბათუმი
ორბი სი თაუერსი
კომპლექსი, რომელიც ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა. ის შედგება ორი 25 და ერთი 34 სართულიანი ბლოკისგან. კომპლექსი 2013 წელს დასრულდა და მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო Star for Quality.
32 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი ორბი ლუქს პალასი მდებარეობს ქვეითად 5 წუთის სავალზე ზღვიდან. კომპლექსიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები ზღვაზე, მთებსა და ქალაქზე.
კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას- გმირთა ხეივანში.
ბათუმი
ორბი ბიჩ თაუერი
კომპლექსი მდებარეობს ახალი ბულვარისა და პარკის მიმდებარედ, საიდანაც იშლება ხედი, როგორც ზღვაზე, ასევე ქალაქზე და უნიკალური შესაძლებლობაა მზის ჩასვლის ფონზე დატკბეთ თვითმფრინავის აფრენის ან დაშვების ულამაზესი სანახაობით.
(გაყიდულია)
ორბი რეზიდენსი
კომპლექსის არქიტექტურა მოგაგონებთ ზღვის ტალღას, რაც ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. კომპლექსი 35 სართულს მოიცავს და ყველა აპარტამენტიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები.
(გაყიდულია)
(გაყიდულია)