საყურადღებო ინფორმაცია ორბი ჯგუფთან ნასყიდობის (ან/და წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულების გაფორმებისა და ანგარიშსწორების შესახებ:
1. აპარტამენტების ნასყიდობის (ან/და წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულების შედგენა ერთმნიშვნელოვნად ხდება ორბი ჯგუფის ცენტრალური ოფისის იურიდიულ განყოფილებაში, ქ. ბათუმში ან ქ. თბილისში.

2. ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება მყიდველს ელექტრონულ ფოსტაზე. აღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს ოფიციალურ დადასტურებას კომპანიის რეესტრშიდოკუმენის რეგისტრაციის შესახებ. მხოლოდ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ითვლება ხელშეკრულება გაფორმებულად.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, , ნასყიდობის (ან/და წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მყიდველის მიერ კომპანიისთვის წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება ორი შეტყობინება. ეს სავალდებულო პირობაა, ორბი ჯგუფთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას.

პირველ შეტყობინება მყიდველს ეგზავნება ორბი ჯგუფის ცენტრალური ოფისის იურიდიულ დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადების შემდეგ, ხელშეკრულებას გააჩნია უნიკალური კოდი. აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია: „ხელშეკრულება № ___ შედგენილია და ელოდება თქვენს ხელმოწერას".

მეორე შეტყობინება მყიდველს ეგზავნება მას შემდეგ, რაც იურიდიული დეპარტამენტი მყიდველის მხრიდან ხელმოწერილ ხელშეკრულებას მიიღებს . აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია: „ხელშეკრულება № ___ ორბი ჯგუფის იურიდიულმა დეპარტამენტმა მიიღი და დაარეგისტრირა თქვენი ხელშეკრულბა დოკუმენტების აღრიცხვის სისტემაში".

გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინებები ხელშეკრულების მომზადებისა და რეგისტრაციის შესახებ კომპანიის მხრიდან გამოგზავნილი იქნება მხოლოდ მისამართიდან: registry@orbigroup.net

3. ხელშეკრულებით გათვალისწინბებული თანხა გადახდილად ჩაითვლება, მას შემდეგ რაც თანხა ჩაირიცხება ხელშეკრულებაში მითითებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე, გადარიცხვის ან ბანკის სალაროდან თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანის გზით.

4. ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ადასტურებს თანხის გადახდას, მყიდველის ელექტრონულ ფოსტაზე შესაძლოა გაგზავნილი იქნას მხოლოდ კომპანია ორბი ჯგუფის ცენტრალური ოფისის ფინანსური განყოფილების მიერ, მისამართიდან confirm@orbigroup.net

5.ორბი ჯგუფი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ წინამდებარე პროცედურის დაცვით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ხელშეკრულების გაფორმების პროცედურებზე ან ფინანსურ საკითხებზე, მიმართეთ ცენტრალურ ოფისს ტელეფონის ნომრებზე:
• იურიდიული განყოფილება: +995 32 220 25 25
• ფინანსური განყოფილება: +995 32 220 27 27

ან მოგვწერეთ წერილი თქვენი შეკითხვით მისამართზე:
• იურიდიული განყოფილება: registry@orbigroup.net
• ფინანსური განყოფილება: confirm@orbigroup.net